ეს საკითხი სასინოდო არ არის - მეუფე სტეფანე პანსიონზე

13.06.21 16:14
ეს საკითხი სასინოდო არ არის - მეუფე სტეფანე პანსიონზე

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, სტეფანე, მიიჩნევს, რომ ნინოწმინდის პანსიონის საკითხი სინოდის გასარკვევი არ არის. მეუფე სტეფანეს თქმით,  თავშესაფრის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ეკლესიის წინააღმდეგ მიზანმიმართული დისკრედიტაციის ნაწილია. 

ეს საკითხი სასინოდო არ არის. ეს საკითხი უფრო არის, ვთქვათ, კონკრეტულად მუშაობს ხალხი, ზოგ საკითხში გამოძიებაა. სინოდმა იქ რა უნდა გააკეთოს, ჯერ უნდა გავარკვიოთ, რა ხდება, ფაქტობრივი მასალა. შევხედოთ, თუ საჭირო იქნება, სინოდზეც იქნება. მიმართოს ეკლესიას სახალხო დამცველმა, თუ ვინცაა საჭირო, არ უთქვამს ეკლესიას, რომ არ შეუშვებს. გეგმაზომიერად მიმდინარეობს ეკლესიის დისკრედიტაცია და ეს ერთ-ერთი ნაწილია დისკრედიტაციის, ეს პირდაპირ ჩანს. მეუფე სპირიდონი წესიერი და პატიოსანი ადამიანია, ვიცი, რომ ბავშვები იქ ცუდად არ ცხოვრობდნენ, მაგრამ იქ რა ხდებოდა კონკრეტულად, ეგ უკვე შევხედოთ", - ამბობს მეუფე სტეფანე.

მსგავსი სიახლეები