"ნინოწმინდის ბავშვებისთვის" - აქციას კონტრაქციით ფალავანდიშვილი დახვდა

13.06.21 17:02
"ნინოწმინდის ბავშვებისთვის" - აქციას კონტრაქციით ფალავანდიშვილი დახვდა

რუსთაველის გამზირზე ამ წუთებში ნინოწმინდის ბავშვთა პასნიონატის დახურვის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს. აქციას კონტრაქციით  ჰომოფობიური ჯგუფის წევრები და გურამ ფალავანდიშვილი დახვდა. 

ძალადობრივი ჯგუფები პანსიონის ხელმძღვანელს, მეუფე სპირიდონს, მხარდაჭერას უცხადებენ და სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას, გადადგომას ითხოვენ.

ფალავანდიშვილის თქმით, მათ როგორც კი შეიტყვეს აქციის შესახებ, მაშინვე მივიდნენ ადგილზე.