რა ხდება დმანისში - ადგილზე საპოლიციო ძალების მობილიზებაა

13.06.21 17:07
რა ხდება  დმანისში - ადგილზე  საპოლიციო ძალების მობილიზებაა

დმანისში საპოლიციო ძალები არიან მობილიზებული. ტვ პირველმა დმანისის ცენტრში პოლიციის ათეულობით ეკიპაჟის მობილიზების პროცესი გადაიღო. ადგილობრივების თქმით, შსს-ს დანაყოფებისა და განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის თანამშრომლების მობილიზება დმანისში 3 დღეა, შეინიშნება. მათი თქმით, 4 დღის წინ დმანისში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა და პოლიციის მობილიზებაც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება.

უკავშირდება თუ არა პოლიციის განსაკუთრებული მობილიზება დმანისში 17 მაისს მომხდარ მოვლენებს, შსს კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ  არასაკმარისი რაოდენობის სამართალდამცავების ყოფნის გამო, დმნაისში 17 მაისს დაწყებული კონფლიქტის დეესკალაცია  დროულად ვერ მოხერხდა.

მსგავსი სიახლეები