ესენი არიან მცოცავი ოკუპანტები - ყინწვისელები "მკურნალ ნაომს" მიწების მითვისებაში ადანაშაულებენ

13.06.21 20:16
ესენი არიან მცოცავი ოკუპანტები  - ყინწვისელები "მკურნალ ნაომს" მიწების მითვისებაში  ადანაშაულებენ

ყინწვისის მამათა  მონასტრის ბერს, მამა ნაომს, მოსახლოება მიწების მითვისებაში ადანაშაულებს. საუბარია რამდენიმე ჰექტარ მიწაზე, რომელსაც მოსახლოება საძოვრებად იყენებდა. 

მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი საძოვრების გარეშე რჩებიან.

ერთი მღვდელი, რომელიც იფიცება და იბრალებს, რომ არის მკურნალი, მაგრამ არის აფერისტი. დაიჭირეს მთელი მინდვრები, საძოვრები ჩვენ არ გვაქვს, ძროხის გაშვება ჩვენ არ შეგვიძლია, ესენი არიან რუსი ოკუპანტები, მცოცავები, ეკლესიიიდან დაბლა, დაბლა იწევენ და ლამის მავთულხლართებიც დაგვარტყან სოფელს", - ამბობს სოფლის მკვიდრი.