ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ნინოწმინდის პანსიონი იხურება - ჯაღმაიძე

13.06.21 21:49
ვრცელდება არასწორი  ინფორმაცია, თითქოს ნინოწმინდის პანსიონი იხურება - ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ საპატრიარქოში დღეს გამართული შეხვედრის თემა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის დახურვა არ ყოფილა.

ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ნინოწმინდის პანსიონი იხურება. ეს არ ყოფილა დღევანდელი დღის თემა. საუბარია ვალდებულებაზე, რომ 2022 წლის პირველ აპრილამდე დიდი ზომის პანსიონების მცირე ზომის პანსიონებით ჩანაცვლება მოხდებოდა. ეს ახალი არ არის. საუბარია იმაზე, რომ ბავშვების პანსიონიდან მყისიერად გადაყვანის არავითარი აუცილებლობა დღეს არ არსებობს. რეფორმირება 2022 წლამდე მოხდება. ამისათვის ზრუნვა უკვე დაწყებულია“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის პანსიონის საკითზე სამსჯელოდ საპატრიარქოში დღეს სინოდის წევრები, ჯანდაცვის სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ბავშვთა საკითხებზე მომუშავე  არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.