ავტოსაგზაო შემთხვევა აღმაშენებლის ხეივანზე - დაშავებულია "ვოლტის" კურიერი
ავტოსაგზაო შემთხვევა აღმაშენებლის ხეივანზე . შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის ავტომობილი და „ვოლტის“ მოტოციკლი შეეჯახა. „ვოლტის“ კურიერი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაიყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ეუქრება. ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი და სახანძრო-სამაშველო სამსახური იყო მობილიზებული.
შეჯახების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გამოძიება სსკ 276 მუხლით არის აღძრული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.