პროტესტის მეორე დღე - ოპერისა და ბალეტის თეატრის გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ

04.11.23 12:14
პროტესტის მეორე დღე - ოპერისა და ბალეტის თეატრის გაფიცული თანამშრომლები ხელფასების მომატებას ითხოვენ

ოპერისა და ბალეტის თეატრში პროტესტმა იფეთქა - უკვე მეორე დღეა, თანამშრომელთა ნაწილი გაფიცულია და ხელფასების მატებას ითხოვენ.

პროფკავშირების წარმომადგენელი ნიკა ცისკარიშვილი "პირველებთან" საუბრის დროს აღნიშნავს, რომ მიუხედავად დაკისრებული სამუშაოს ინტენსიური ხასიათისა, იმ ადამიანების ხელფასები, რომელზეც ოპერა დგას, არ იმატებს.

უფრო ინტენსიური ხდება, დროთა განმავლობაში, სამუშაო უფრო რთული, მაგრამ ხელფასები არ იმატებს, შესაბამისად ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ მათი საქმე იმსახურებს იმას, რომ მინიმუმ 100 პროცენტით გაიზარდოს ხელფასი, რადგან ძალიან დაბალია, 500 ლარამდე არის ხელფასი. გაფიცვამდე სამი დღით ადრე, როგორც კანონი გამოითხოვს, შევატყობინეთ დამსაქმებელს, რომ გაფიცვა დაიწყებოდა. ამ სამი დღის განმავლობაში ორი ადამიანი გაათავისუფლებს სამსახურიდან და ჩვენ ვითხოვთ, რომ ის ორი ადამიანი აღდგეს სამსახურში. სანამ გაფიცვა დაიწყო, მანამდე მოინდომეს, რომ რაღაცნაირი ზეწოლა მოეხდინათ გაფიცულებზე, თუმცა ეს ვერ მოხდება, ამიტომ მოვუწოდებთ დამსაქმებელს, რომ ამაზე იფიქროს. თუ კულტურის სამინისტროს იმის თანხები აქვს, რომ 400 ათასი ლარი გადაუხადოს "კავეას" ჰოლივუდური ფილმების თარგმნაში და ხელფასები მოიმატონ თავად, რა დააშავა იმ ხალხმა, რომელზეც ოპერა დგას - განაცხადა ცისკარიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალი გაიფიცა. ინფორმაციას "გილდია" ავრცელებს, რომელიც დამოუკიდებელ პროფკავშირებს წარმოადგენს კულტურისა და მედიის სფეროში.

თანამშრომლებმა გაფიცვის გადაწყვეტილება 21 დღიანი მედიაციის შემდეგ მიიღეს, რადგან ხელფასის მატების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.