დაიწყება თუ არა ახალი მასშტაბური მშენებლობა იპოდრომთან - მოსახლეობა რეკრეაციული სივრცის შენარჩუნებას ითხოვს
დაიწყება თუ არა ახალი მასშტაბური მშენებლობა იპოდრომთან - ივანიშვილის ფონდი "ქართუს" მიერ გაყიდული მიწის ნაკვეთის გარშემო ამ დრომდე დისკუსია არ წყდება.
"ლელოს" წევრის, საბა ბუაძის შეფასებით, თუ სარეკრეაციო ზონაში მშენებლობა დაიწყება, ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქალაქისთვის, ურბანულ გენოციდზე ბევრად მეტი იქნება.
ეს არის ურბანული გენოციდის გაგრძელება და ახლა ამ გენოციდში კალაძესთან ერთად მონაწილეობს ივანიშვილიც, რომელმაც გაყიდა ეს ტერიტორია. აქ ასეთი ტიპის არანაირი მშენებლობის განხორციელება არ შეიძლება. ეს ტერიტორია უნდა დაუბრუნდეს დედაქალაქს. ურბანული, სატრანსპორტო თვალსაზრისით თითოეული ჩვენგანისთვის ექნება ძალიან მძიმე ფასი - აღნიშნა საბა ბუაძემ.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, სარეკრეაციო სივრცის "ერთი ადამიანის ანგარებისთვის" გაწირვა, დედაქალაქს დააზიანებს.
კიდევ ერთი სარეკრეაციო სივრცის გაწირვა მშენებლობისთვის იქნება არასწორი. რაც აწყობს ვიღაც ერთ ადამიანს თავისი ანგარებისთვის ის გააკეთოს და მიწათსარგებლობის გეგმის რეჟიმები შეცვალოს, არასწორი იქნება - განაცხადა ადგილობრივმა.