ნათლიების რაოდენობა ორამდე იზღუდება - სინოდის განჩინება

04.11.23 12:52
ნათლიების რაოდენობა ორამდე იზღუდება - სინოდის განჩინება

სინოდის განჩინებით, ნათლიების რაოდენობა ორამდე იზღუდება. საპატრიარქოს  მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ სამი ნათლია იმ შემთხვევაში შეიძლება ჰყავდეს ადამიანს, თუ მესამე პატრიარქი იქნება ეს იყო ერთ-ერთი საკითხი იმ ხუთიდან, რაზეც ორი დღის წინ საპატრიარქოში დახურულ კარს მიღმა იმსჯელეს.

ცნობილი ხდება ყველა საკითხი. განჩინების მიხედვით, მაღალმა იერარქებმა  ისრაელსა და უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს დაუთმეს სასაუბროდ დრო.

ტერორი, სისასტიკე, უსამართლობა ცალსახად დასაგმობია და მისი პირდაპირი ან ირიბი მხარდაჭერა - ცივილიზებული სამყაროსათვის მიუღებელი- ნათქვამია განჩინებაში. არსებული ცნობებით,   მღვდელმთავრებს, დაევალათ გაეკეთებინათ მოკლე ანგარიში მათ ეპარქიებში არსებული ვითარების შესახებ. თუმცა განჩინებაში ჩვენ ვერ ვკითხულობთ ვერც ერთ სიტყვას, ოკუპანტების გამოჩენის შესახებ ლომისას ტაძართან.

განჩინება სრულად ნახეთ აქ.