ავტოკატასტროფა კრწანისის ქუჩაზე - კიდევ ერთი დაშავებული გარდაიცვალა

14.06.21 10:39
ავტოკატასტროფა კრწანისის ქუჩაზე - კიდევ ერთი დაშავებული გარდაიცვალა

კრწანისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულებული კიდევ ერთი კაცი გარდაიცვალა. "ნიუჰოსპიტალში" მოთავსებული 49 წლის პაციენტის მდგომარეობა უმძიმესი იყო. 

ამ დრომდე კლინიკაში 3 ადამიანი იმყოფება. მათი მდგომარეობა სტაბილურია. კრწანისი ქუჩაზე მომხდარ ავტოკატასტროფას სულ სამი ადამიანი ემსხვერპლა. 

კრწანისის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა. "ნიუჰოსპიტალსის" ეზოში სატვირთო მანქანა შევარდა და მსუბუქი ავტომანქანები მოიყოლა. 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.