53 000 ევროზე მეტი ღირებულების მოპარული ნივთები - საბერძნეთში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
საბერძნეთში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ბერძნული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, დაკავებულებმა ჯამში 53 000 ევროზე მეტი ღირებულების ნივთები მოიპარეს და ნაწილი ლომბარდში ჩააბარეს. ბრალდებულების საცხოვრებელ სახლებში სხვადასხვა ტიპის საკეტების გასახსნელად საჭირო დიდი რაოდენობით იარაღები და მოწყობილობები აღმოაჩინეს.
გამოძიება ვარაუდობს, რომ საქმე ეხება ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელშიც 8 ადამიანი არის ჩართული.