სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულმა მამა იონამ ქვეყანა დატოვა

14.06.21 11:05
სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულმა მამა იონამ ქვეყანა დატოვა

მღვდელი, რომელსაც მრევლი სექსუალურ ძალადობაში ამხელს, ტვ პირველის ინფორმაციით, ქვეყნიდან წავიდა. მამა იონა, იგივე მამუკა მაისურაძე, უკვე რამდენიმე დღეა, მონასტერში აღარ გამოჩენილა. 

ელიას მთაზე, სადაც ის გადაცემის ეთერში გასვლამდე იმყოფებოდა, ამბობენ რომ სასულიერო პირი აღარ გამოჩენილა. 

სკანდალური ინტერვიუ შაბათის ეთერს მრევლის წევრმა მისცა. სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი გოგონა  ამტკიცებს, რომ მამა იონამ მასზე მრავალჯერ სექსუალურად იძალადა. 

ძალადობაში დადანაშაულები მღვდელი სამების საძმოს წევრი და წმინდა საბას ტაძრის წინამძღვარია. სასულიერო პირს ბუნდოვანი წარსული აქვს. რუსულმა სპეცსამსახურებმა ის 2007 წელს სოჭში რუსული პასპორტით დააკავეს და ჯაშუშობაში ამხილეს. ქვეყნიდან გაძევების შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა და მღვდლის ანაფორა ჩაიცვა.

 

 

გოგონა შაბათის ეთერთან ინტერვიუში ამბობდა,  რომ დედათა მშენებარე მონასტერში მღვდელმა მასზე სექსუალურად იძალადა და ეს ფაქტი რამდენჯერმე მოხდა.