სვანეთში ხალხი სამართალს სანთლით ეძებს - მკვლელობაში ბრალდებული ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავი სასამართლომ გაამართლა

04.11.23 22:29
სვანეთში ხალხი სამართალს სანთლით ეძებს - მკვლელობაში ბრალდებული ვიქტორ ჯაფარიძის ნათესავი სასამართლომ გაამართლა

შვილის მკვლელის გასამართლებას დედა 9 თვის განმავლობაში ელოდა, თუმცა ზეფირა კვიციანს სასამართლო დარბაზიდან შეატყობინეს, რომ  პრორუსული პარტიის, "ხალხის ძალის" ლიდერის, ვიქტორ ჯაფარიძის ახლო ნათესავი, რომელიც განსასჯელის სკამზე იჯდა, მოსარჩელემ გამართლა. არადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, გოგა ცინდელიანს 15 წლით პატიმრობა ემუქრებოდა. შვილმოკლული დედა ახლა ხელისუფლებას ეკითხება, ვინ მოკლა მისი 32 წლის ვაჟი. 

მკვლელობა სვანეთში 2 იანვარს მოხდა, 32 წლის გურამ აფრასიძის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული კი 9 თვის თავზე მოსამართლემ იმ მოტივით გაამართლა, რომ მის წინააღმდეგ საქმეში პროკურატურას საკმარისი მტკიცებულებები არ ედო. 

გურამ აფრასიძეს ორი ტყვია აქვს ნასროლი. "აკაესის" და "აკაემის'" ავტომატებიდან.  გამოძიებამ ტყვიის 15 მასრა ამოიღო, მაგრამ ვერ მიაკვლია ვერც ერთ იარაღს. არადა მოკლულის მამიდას გუშინდელი დღესავით ახსოვს. როგორ ესროლეს მის ძმისშვილს. 

გურამ აფრასიძის ოჯახის წევრები პირდაპირ ამბობენ, რომ 32 წლის კაცს გოგა ცინდელიანმა და როლანდ პაკელიანმა ესროლეს. ორივე მათგანი ვიქტორ ჯაფარიძის ახლო ნათესავია. 

არსებობს მოწმეები და არ არსებობს მკვლელობისთვის მსჯავრდადებული.  ვინ მოახდინა ზემოქმედება გამოძიებაზე ან მოსამართლეზე? - აფრასიძეების ოჯახი ხელს დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძეს ადებს.

ირკვევა საქმის სასამართლოში განხილვის პარალელურად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საქმის მოგვარებას ცდილობდა. სოფელ ეცერში კარდაკარ დადიოდა და მოწმეებზე სავარაუდოდ ზემოქმედებას ახდენდა. დეპუტატი საქმის სვანური წესით მოგვარებას ჰპირდებოდა. 



ნახეთ, ყველა დეტალი თამთა დოლენჯაშვილის რეპორტაჟში.