გაქცეული პატიმრების საქმე - მსჯავრდებულის ძმა ბრალის წარდგენის მოლოდინშია

05.11.23 11:58
გაქცეული პატიმრების საქმე - მსჯავრდებულის ძმა ბრალის წარდგენის მოლოდინშია

გაქცეული პატიმრების საქმეზე დაკავებული მამაკაცი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. ჯერჯერობით უცნობია,  რას იტყვის მსჯავრდებულის ძმა და დაარღვევს თუ არა დუმილს სასამართლო პროცესზე.

გამოძიების ვერსიით, სწორედ დაკავებულ მამაკაცთან სოფელ წილკანში ჩავიდნენ "ავერსისის" კლინიკის ეზოდან გაქცეული პატიმრები.  ეჭვმიტანილმა კი საკუთარი ძმა შეიფარა და პოლიციისთვის არაფერი უცნობებია. თუ ფაქტი დადასტურდება, გამოდის, რომ ახალგაზრდა კაცმა დანაშაული დამალა.

ამ დრომდე უცნობია დაკავებული მამაკაცის პოზიცია.