გაფიცვის მე-3 დღე - ოპერის თანამშრომლები დღეს აქციას აანონსებენ
ოპერის თეატრის გაფიცული თანამშრომლები აქციისთვის ემზადებიან. დღეს ზუსტად 16:00 საათზე შეკრება რუსთაველის გამზირზე არის დაგეგმილი. სწორედ საკუთარი სამსახურის შენობასთან გააპროტესტებენ დასაქმებულები გაზრდილ სამუშაოს და უცვლელ ხელფასებს.
თვეში 600 ლარი - ეს არის თანხა, რომელსაც უხდიან თეატრის სტაჟიანი კადრების ნაწილს. უკვე მესამე დღეა პროტესტის რეჟიმში გადასული ხალხის ერთადერთი მოთხოვნა შრომის ადამიანური პირობების შექმნაა.
დღეს 16:00 საათზე არის სოლიარობის გაფიცვა. ჩვენ უნდა შევიკრიბოთ და საზოგადოებამ უნდა აჩვენოს, რომ რეალურად, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი დღეს საქართველოში, რომ ადამიანების შრომა დაფასდეს და არავინ აღარ მუშაობდეს 500 ლარად, იმიტომ, რომ 500 ლარი არ არის არსებობისთვის საკმარისი. ოპერის განცხადებაც შეურაცხმყოფელი იყო გაფიცული ადამიანებისთვის, თითქოს ისინი არაფერში საჭიროები არ არიან და ოპერის მუშაობა ჩვეულებრივ გრძელდება, რაც არის ტყუილი. ჩვენ მზად ვართ, საჯარო დისკუსია გავმართოთ ოპერის ხელმძღვანელობასთან აი, ხელფასებთან დაკავშირებით. ასევე, დღეს აქციას შეუერთდება არაერთი პროფესიული აგერთიანება, სხვადასხვა სფეროში დასაქმებული ადამიანები, - ამბობს იურისტი დავით ომსარაშვილი.
ოპერის ხელმძღვანელობა კი აცხადებს, რომ დასაქმებულებს ხელფასები 40%-დან 50%-მდე გაეზრდებათ, ტუმცა საუბარი ვერ იქნება ხელფასისი 100%-ით გაზრდაზე.