პროტესტი გორში - მოსახლეობა კვერნაკის დასახლებაში ნაგავსაყრელის მოწყობას ეწინააღმდეგება
გორში პროტესტია. ადგილობრივები კვერნაკის დასახლებაში ნაგავსაყრელის მოწყობას ეწინააღმდეგებიან. არსებული ცნობებით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას გადაწყვეტილი აქვს ნაგავსაყრელი დასახლებიდან 500 მეტრში მოაწყოს. გორის მკვიდრები ფიქრობენ, რომ ამ შემთვევაში, მათთვის ცხოვრება გაუსაძლისი გახდება. განსაკუთრებით ვითარების დამძიმებას ზაფხულში ელოდებიან, როცა შემაწუხუბელ სუნთან ერთად სხვადასხვა დაავადებებიც გავრცელების რისკსაც ხედავენ.
მოსახლეობა ამბობს, რომ მათ მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ და ბროშურები დაურიგეს, საიდანაც ირკვევა, რომ გორში ნაგავს 5 სხვადასხვა ქალაქიდან ჩაიტანენ.
ეგ ნაგავი ყროლდება და მთელი სუნი აქეთკენ გადმოდის. კარებს და ფანჯრებს ვერ ვაღებთ, მითუმეტეს, თუ ვინმეა აქეთ უაბნში, სულ აყროლებულია. მთელი მოსახლეობა უნდა გადავსახლდეთ აქედან, - ამბობს ადგილობრივი.