„გვცემენ, გვამცირებენ, გვემუქრებიან" - ბავშვებზე სავარაუდო ძალადობა შიდა ქართლში
ბავშვებზე სავარაუდო ძალადობა შიდა ქართლში - არასწრულოვნებმა პედაგოგები ამხილეს. დასჯის ძალადობრივი მეთოდები და დამამცირებელი მოპყრობა ბავშვთა თავშესაფარში დაფიქსირდა.
მოზარდებმა პოლიციასს ჩვენებები უკვე მისცეს. „გვცემენ, გვამცირებენ, გვემუქრებიან,“ - ყვებიან არასწრულოვნები სამართალდამცველების მიცემულ ჩვენებებში.
ამასთან, დღეს უკვე ბავშვები აცხადებენ, რომ პოლიციელები მოატყუეს. ჩნდება ეჭვი, რომ მოზარდები პედაგოგებმა დააშინეს, რადგან ამ დრომდე სავარაუდო მოძალადეები და ძალადობის მსხვერპლი ბავშვები ისევ ერთად ცხოვრობენ.
ფაქტის გადამოწმების მიზნით "პირველები" იმ ბავშვთა სახლში მივიდა, სადაც ინციდენტი დაფიქსირდა, თუმცა ადმინისტრაცია დაიმალა. ბავშვები, რომლებიც იმ დროისათვის ეზოში იმყოფებოდნენ, მედიას უთხრეს, რომ აღნიშნული ფაქტები სიცრუეა. არასწრულწლოვნები ამბობენ, რომ ყველაფერი მოიგონეს.
აქ მარტო სიყვარული და სითბოა. ჩვენება მივეცით, არცერთი აღმზრდელი, რომელიც საქმეში ფიგურირებს, არცერთს არ უძალადია ჩვენზე. და ის, რომ ვითომ საჭმელი არა რის, ესეც სიცრუეა. საჭმელიც არის, სითბოც არის და არცერთი აღმზრდელი არ შეგვხებია. ეს სიცრუე გააშუქა გორის ადგილობრივმა ტელევიზიამ "ტვ მონიტროუნგმა" ანუ ეს ჩანაწერები მოიპოვეს უკანონოდ, - ამბობენ ბავშვები "პირველებთან".
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ჯერ-ჯერობით დუმილის რეჟიმშია.
მას შემდეგ, რაც ტვ მონიტორინგის ეთერში ჩანაწერები გავიდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.