მოხსენით ბარიკადები და გაათავისუფლეთ აქტივისტები - პროტესტის 231-ე დღე ნამოხვანში

14.06.21 11:42
მოხსენით ბარიკადები და გაათავისუფლეთ აქტივისტები - პროტესტის 231-ე დღე ნამოხვანში

გავიდეს საპოლიციო ძალები რიონის ხეობიდან, მოიხსნას რკინის ჯებირები და გათავისუფლდეს დაკავებული აქტივისტები - ამ მოთხოვნას უყენებენ რიონის ხეობის მცველები ხელისუფლებას. 

ჩვენ დავაყენეთ მოთხოვნები, ბარიკადების აღება და პოლიციის გასვლა, რომ ჩვენ ნამოხვანისკენ თავისუფლად შევძლოთ გადაადგილება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ შევალთ მედიაციაში. როგორც ვიცი, პოლიციის ნაწილი გავიდა, მაგრამ ველოდებით პარასკევს, როცა გადამწყვეტილების მიმღებმა პირებმა უნდა განაცხადონ, რა პოზიცია ექნებათ ჩვენს დაყენებულ წინადადებებზე. პროტესტი რა თქმა უნდა გრძელდება, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება - აცხადებს რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი, კახა ასათიანი.

დღეს რიონის ხეობაში პროტესტის 231 დღეა. აქციის მონაწილები პარასკევამდე აძლევენ დროს ხელისუფლებას, რომ მათი მოთხოვნები შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო მასშტაბურ პროტესტს აანონსებენ.