"მადლობა, საქართველო!" - "ოკეან ელზის" სოლისტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

05.11.23 14:18
"მადლობა, საქართველო!" - "ოკეან ელზის" სოლისტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

"ოკეან ელზის" სოლისტი სვიატოსლავ ვაკარჩუკი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. მომღერალმა სოფელ ტყვიავში უკრაინის ომში დაღუპული ჯონი ოდიშვილის ხსოვნას  პატივი მიაგო.  ვაკარჩუკი შეხვდა გმირულად დაღუპული მებრძოლის მშობლებსაც.

სოციალურ ქსელში უკრაინელი მომღერალი პოსტს აქვეყნებს. 

არ არსებობს სიტყვები, რომელიც უკრაინისთვის დაღუპული თითოეული მებრძოლის გამო ჩემს წუხილს და ტკივილს გამოხატავს.  ჯონი ბახმუტთან დაიღუპა…. საფლავთან მოწყენილი და ამავე დროს ამაყი და უსაზღვროდ მადლიერი ვიდექი…. 
მადლობა საქართველო !
ერთად გამარჯვებისკენ!
დიდება უკრაინას! - წერს ფეისბუქზე "ოკეან ელზის" სოლისტი.