ვითხოვთ ადეკვატურ ანაზღაურებას! - ოპერასთან აქცია მიმდინარეობს
ოპერისა და ბალეტის გაფიცული თანამშრომლები ამ წუთებში აქციას მართავენ. სახელმწიფო თეატრის ტექნიკური პერსონალი ხელფასების 100%-ით მომატებას ითხოვს. საპროტესტო აქციას ცოტა ხნის წინ თეა წულუკიანის მიერ მუზეუმიდან პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებული მოქალაქეებიც. შრომის ღირსეული ანაზღაურებისთვის ქუჩაში გამოსულებს სოლიდარობას "ვოლტის" კურიერებიც უცხადებენ.
შეიძლება ჩვენი მოთხოვნა ციფრებში დიდად ჟღერდეს, მაგრამ რეალურად, 509 ლარს ვიღებთ ხელფასს ოფიციალურად. იმისთვის კი არ ვითხოვთ ფულს, რომ წავიდეთ ყლვე საღამოს და კლუბში ან ბარში დავხარჯო. იმისთის ვითხოვ, რომ ვიარსებო, ელემენტალურად და ხელფასის დარიცხვის მეორე დღიდან იმაზე არ ვიფიქრო, რომ სახლში საჭმელი ვიყიდო, ბანკი გადავიხადო თუ დედაჩემს წამალი ვუყიდო, - ამბობს აქციის მონაწილე.