საგანგებო: ვაზისუბანში ხანძარი ლიკვიდირებულია, დაშავებულები არ არიან
საგანგებო სიტუაციების სამსახურში TVPIRVELI.GE-ს განუცხადეს, რომ ვაზისუბანში, ხანძრის შედეგად დაშავებულები არ არიან რაც შეეხება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს უწყებაში ამ ეტაპზე დეტალებზე არ საუბრობენ.
საგანგებოს ცნობით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
დაშავებულების შესახებ ინფორმაცია "პირველებმა" ადგილობრივებისგან მიიღო. წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი სავარაუდოდ, მოკლე ჩართვა მოხდა.