აფეთქება ვაზისუბანში - რამდენიმე პირი მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანა
აფეთქება ვაზისუბნის დასახლებაში - "პირველების" კორესპონდენტის ცნობით, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილიდან რამდენიმე პირი მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკაში გადაიყვანა.
არცერთ მათგანს დამწვრობა არ აღენიშნება. კლინიკაში გადაიყვანეს ბავშვებიც, რომლებიც შემთხვევის დროს საცხოვრებელ სახლში იყვნენ.
ადგილობრივების მონაყოლის თანახმად, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში TVPIRVELI.GE-ს განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია.