აქამდე სად იყო, თუ მართალია, სახე გამოაჩინოს - სასულიერო პირი სავარაუდო ძალადობის მსხვერპლზე (ვიდეო)

14.06.21 13:10
აქამდე სად იყო, თუ მართალია, სახე გამოაჩინოს - სასულიერო პირი სავარაუდო ძალადობის მსხვერპლზე (ვიდეო)

სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებულ მამა იონას ელიას მონასტრის სხვა სასულიერო პირები მხარდაჭერას უცხადებენ. მათგან ერთ-ერთი ამბობს, რომ შაბათის ეთერში გასული სიუჟეტის მთავარმა გმირმა, რომელიც მამა იონას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, იცრუა და შოუ დადგა. 

კითხვა მაქვს იმ გოგონასთან, 5 წლის წინანდელ ამბავს დღეს რატომ იხსენებს, ვერ გავიგე, მე მგონია, რომ ძალადობა არ იყო, თუ ძალადობა იყო, უნდა მოეთხოვა პასუხი, თუ მართალი არის, სახე გამოაჩინოს, რატომ იმალება? ძალადობის მსხვერპლი შოუს არ დადგამს, რა გამოდის, მამა იონა ძალადობის მსხვერპლი არ გამოდის? ეს ჩვენი სახალხო დამცველი დღეს რომ კივის და წივის, მიემართა, ლომჯარიას რომ კითხო, ყველას დამცველია, მაგრამ რეალობაში მიკერძოებული დამცველია. იმ გოგოს საქციელი არ იყო სწორი", - ამბობს სასულიერო პირი. 

სკანდალური ინტერვიუ შაბათის ეთერს მრევლის წევრმა მისცა. სავარაუდო ძალადობის მსხვერპლი გოგონა  ამტკიცებს, რომ მამა იონამ მასზე მრავალჯერ სექსუალურად იძალადა. 

ძალადობაში დადანაშაულები მღვდელი სამების საძმოს წევრი და წმინდა საბას ტაძრის წინამძღვარია. სასულიერო პირს ბუნდოვანი წარსული აქვს. რუსულმა სპეცსამსახურებმა ის 2007 წელს სოჭში რუსული პასპორტით დააკავეს და ჯაშუშობაში ამხილეს. ქვეყნიდან გაძევების შემდეგ ის საქართველოში დაბრუნდა და მღვდლის ანაფორა ჩაიცვა.

შაბათის ეთერში გასული სკანდალური სიუჟეტის შემდეგ მამა იონამ ქვეყანა დატოვა. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები