გაქცეული პატიმრის ძმა სასამართლოდან გირაოთი გაათავისუფლეს

06.11.23 14:30
გაქცეული პატიმრის ძმა სასამართლოდან გირაოთი გაათავისუფლეს

კლინიკიდან გაქცეული პატიმრის ძმა, სასამართლოდან გირაოთი გაათავისუფლეს - ავთანდილ თათარაშვილს 3 000 ლარის გადახდა დაეკისრა. 

"ავერსის" კლინიკიდან 3 პატიმარი 1-ელ ნოემბერს გაიქცა. სამივე მათგანი გაქცევიდან რამდენიმე საათში, თბილისთან ახლოს დააკავეს. 

დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ერთ-ერთი გაქცეული მსჯავრდადებულის, გუჯა თათარაშვილის ძმა, ავთანდილ თათარაშვილი 4 ნოემბერს დააკავეს.

გაქცეული პატიმრების საქმეში ბრალდებულთა წრე დღეს კიდევ უფრო გაფართოვდა - რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა, რომ დაკავებულია კიდევ ერთი ბადრაგი.

მანამდე კი 2 ნოემბერს დააკავეს საბადრაგო ჯგუფის ხელმძღვანელი, ივერი ნატრიაშვილი, რომელიც წინასწარ პატიმრობაშია.