ემუქრება თუ არა ოპერისა და ბალეტის თეატრს პარალიზება? - თანამშრომლები გაფიცვას აგრძელებენ
ემუქრება თუ არა ოპერისა და ბალეტის თეატრს პარალიზება? - ხალხი, ვინც სცენის დეკორაციებს აწყობს და ვისი შრომაც ფასდაუდებელია გაფიცულია. "არ იქნება ხელფასების მატება, არ დავბრუნდებით სამსახურში" - ასეთია ოპერის ტექნიკური პერსონალის პოზიცია.
ირკვევა, რომ პერსონალს, რომელიც სპექტაკლებისთვის სცენას აწყობს, ანათებს და სხვა სამუშაოებს ასრულებს, მხოლოდ 500 ლარს უხდიან.
ოპერისა და ბალეტის თეატრში ამბობენ, რომ თეატრი მზად არის, რომ მომავალი წლის 1 იანვრიდან ხელფასები 35-40 პროცენტით გაზარდოს.
"სამწუხაროდ, შრომის ანაზღაურების ზემოაღნიშნული პროცენტული ზრდა თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირებისათვის არ აღმოჩნდა მისაღები, რის გამოც, მოცემული ტექნიკური პერსონალის ერთმა ნაწილმა", - ეწერა 3 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში.
„ღირსეული შრომის პლატფორმამ“ 4 ნოემბერს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ სოლიდარობას და მხარდაჭრას უცხადებენ თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლების გაფიცვას.