ვაკის პარკის საქმე - მერიის საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს და ექსპერტს პატიმრობა შეეფარდათ
ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის საქმეზე მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. გიგა გიგაშვილს ციხეში 3 წლის გატარება მოუწევს. ექსპერტ ვახტანგ ლონდარიძეს კი 1 წლითა და ექვსი თვით პატიმრობა შეეფარდა.
გიგა გიგაშვილს ბრალი სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით ჰქონდა წაყენებული, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. რაც შეეხება ვახტანგ ლონდარიძეს, მას ყალბი დოკუემნტების დამზადებას და გამოყენებას ედავებოდნენ.
გადაწყვეტილებით დაცვის მხარე უკმაყოფილოა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრდება. გარდა ამისა, მოსამართლემ დღეს დააჯარიმაა ის კომპანიები, რომლებიც ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციაში იღებდნენ მონაწილეობას.
შპს "გრინსერვისი" მიმართ სასამართლომ მიიღო უკანონო განაჩენი და ის დოკუმენტები, რომლის სიყალბესაც ედავებოდნენ, გამოყენებას, დედნის სახით არ არსებობს. ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა თავი დაგვეცა ამ ბრალდებისგან, ჩაგვეტარებინა შესაბამისი ექსპერტიზები და ასევე შუალედური ექსპერტიზის დასკვნაც სრულად იყო შესაბამისობაშ ტექნიკური ზედამხედველობის აქტებთან. ეს აქტები დღემდე კანონიერია, არავის სადავოდ მათი კანონიერება არ გაუხდია. სამაგიეროდ, სასამართლომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი მასზე დაფუძნებული გაყალებბული დოკუმენტის საფუძველზე, არც არის გაუგონარი უსამართლობა. ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ იმისთვის, რომ დარღეული უფლებები იყო აღდგენილი და დაცული, - ამბობს ადვოკატი.
2022 წლის 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შედეგად, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი გარდაიცვალა. აღნიშნულ საქმეზე 9 ბრალდებული პირიდან თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ 8 პირი ცნო, მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობდა.
ასევე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა სამ იურიდიულ პირს -„გრინსერვის +“-ს, „ექსპერტიზა, მშენებლობა, დიზაინს“ და „მშენექსპერტს“.