ბავშვი, რომელიც გაიტაცეს და სექსუალურად იძალადეს, თავშესაფარში გადაიყვანეს

06.11.23 15:17
ბავშვი, რომელიც გაიტაცეს და სექსუალურად იძალადეს, თავშესაფარში გადაიყვანეს

უმძიმესი დანაშაული ქარელის ერთ-ერთ სოფელში - მეშვიდე კლასის მოსწავლე, რომელიც 22 წლის  კაცმა ცოლად მოყვანის მიზნით მოიტაცა პოლიციამ თავშესაფარში გადაიყვანა. 

ირკვევა, რომ ბავშვი  ბებიის სახლიდან გაიტაცეს.  დანაშაულის შესახებ პოლიციას მოზარდის ახლობელმა შეატყობინა.

დაკავებულის მეზობლები ამტკიცებენ, რომ გოგონა ასაკს იტყუებოდა და ამბობდა, რომ 15 წლისაა, თუმცა ეს 22 წლის კაცს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან მაინც არ ათავისუფლებს. 

ერთ-ერთი ადგილობრივი "პირველებს" ეუბნება, რომ მოზარდმა სახლში დაბრუნება არ ისურვა და პოლიციას უთხრა, რომ ის საკუთარი ნათესავების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი გახდებოდა. 

ირკვევა, ისიც რომ ნაადრევი ქორწინების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა სკოლასაც, მაგრამ დირექტორი რწმენა, რომ გოგონა საკუთარი სურვილით გათხოვდა. 

22 წლის კაცი, პოლიციამ უკვე დააკავა.  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწეველ სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.