ბავშვებმა დაუყოვნებლივ დატოვონ პანსიონი და ოჯახებს დაუბრუნდნენ - საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დეტალები

14.06.21 13:32
ბავშვებმა დაუყოვნებლივ დატოვონ პანსიონი და ოჯახებს დაუბრუნდნენ - საპატრიარქოში გამართული შეხვედრის დეტალები

ნინოწმინდის ბენეფიციარებმა დაუყონებლივ უნდა დატოვონ პანსიონი და დაუბრუნდნენ ოჯახებს - ტვ პირველმა საპატრიარქოში გამართული დახურული შეხვედრის დეტალები გაარკვია. პირველების ინფორმაციით, შეხვედრაზე გაეროს ბავშვთა ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ნინოწმინდის მსგავსი დიდი ზომის დაწესებულებების დახურვა მოითხოვეს , აგრეთვე,  ბავშვები უნდა დაუბრუნდნენ ოჯახებს, ან გადაყვანილ იქნან გაცილებით მცირე ზომის დაწესებულებებში. 

გაეროს ბავშვთა ფონდი თვლის, რომ დაუყონებლივ უნდა მოხდეს ბავშვების გადაყვანა როგორც ნინოწმინდიდან, ასევე მსგავსი დიდი ზომის დაწესებულებიდან, უნდა მოხდეს მათი ოჯახებში გადაყვანა, ჩვენ არ ვართ სახელმწიფო და ვერც დავხურავთ, ან გავხსნით მსგავს დაწესებულებას, 

ახლა მიდის შეფასების პროცესი და ყველა ბავშვის მიმართ მოხდება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, დიდი დაწესებულება კარგი არ არის, ამიტომ ბავშვები ოჯახებს უნდა დაუბრუნდნენ,  - აცხადებს ,,იუნისეფის" საქართველოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე. 

,,იუნისეფი" ასევე ითხოვს, რომ სახალხო დამცველს და ყველა ინსტიტუციას, ვისაც ბავშვებთან ურთიერთობის კომპეტენცია გააჩნია, პანსიონში შესვლისა და მონიტორინგის საშუალება მიეცეს.

სანამ ბავშვები არიან ნინოწმინდაში, რა საკვირველია, ყველა კომპეტენტურ ინსტიტუტს, მათ შორის სახალხო დამცველს, უნდა ჰქონდეს მონიტორინგის საშუალება, მსგავს დიდ დაწესებულებაში, როგორიც პანსიონია, აგერთვე სხვა ალტერნატიული ზრუნვის ფორმებშიც - ამბობს მაია ქურციკიძე. 

ბოლო ინფორმაციით, მეუფე სპირიდონის თავშესაფარში ახლა 23 ბავშვი იზრდება. სახალხო დამცველს ამ დრომდე არ აძლევენ საშუალებას, შევიდეს ნინოწმინდის პანსიონში და მონიტორინგი განახორციელოს.

მსგავსი სიახლეები