"ვინანიებ" - დაკავებული ბადრაგი სასამართლოზე

06.11.23 15:42
"ვინანიებ" - დაკავებული  ბადრაგი სასამართლოზე

პატიმრების გაქცევის საქმეზე გუშინ დაკავებული საბადრაგო სამსახურის თანამშრომელი ამბობს, რომ ჩადენილ დანაშაულს "ნანობს". 

რევაზ იასაშვილი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. 

კიდევ ერთი ბადრაგის დაკავებასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. საქმის პროკურორის ინფორმაციით, ბადრაგმა პატიმრების განზრახვის სისრულეში მოყვანას ხელი შეუწყო.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ბადრაგმა სპეციალურ ავტომობილში მსჯავრდადებულებისთვის გამოყოფილი სივრცის კარი ღია დატოვა.

კლინიკიდან გაქცეულ სამივე პატიმარს პატიმრობა შეეფარდა. სასამართლო ცოტა ხნის წინ დასრულდა. კლინიკიდან გაქცეული პატიმრის ძმა, სასამართლოდან გირაოთი გაათავისუფლეს - ავთანდილ თათარაშვილს 3 000 ლარის გადახდა დაეკისრა.