ძალადობის ფაქტი ქარელში - 22 წლის კაცმა ცოლად მოყვანის მიზნით 12 წლის გოგონა მოიტაცა
არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის მორიგი მძიმე ფაქტი ქარელში - 12 წლის გოგონა თავშესაფარშია გადაყვანილი, მასზე მოძალადე 22 წლის კაცი კი ციხეში. განგაში გოგონას ოჯახმა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მოზარდი ბებიის სახლიდან მოიტაცეს. ბრალდებულის დაკავების შემდეგ არასრუწლოვანმა სახლში დაბრუნებაზე უარი თქვა. არსებობს ეჭვი, რომ მოზარდი, რომელიც მამასთან და ბაბუასთან იზრდებოდა, ოჯახშიც ძალადობის მსვერპლი იყო. ამიტომ ახლა ის სპეციალური მეთვალყურების ქვეშ იმყოფება.
ნაადრევი ქორწინების შესახებ იცოდნენ მოზარდის სკოლაშიც, თუმცა თავს იმით იმართლებენ, რომ 12 წლის არასრულწლოვანი საკუთარი სურვილით გათხოვდა. ამ თემაზე დუმილს ამჯობინებენ დაკავებული მამაკაცის ახლობლებიც. მეზობლები ამბობენ, რომ გოგონა 15 წლის ეგონათ და ამიტომ არ შეატყობინეს ამ ფაქტის შესახებ პოლიციას, თუმცა 18 წლამდე ქორწინება კანონმდებლობით სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.