ეხმარებოდა თუ არა ბადრაგი პატიმრებს გაქცევაში - რა გაირკვა სასამართლო პროცესზე?

06.11.23 20:39
ეხმარებოდა თუ არა ბადრაგი პატიმრებს გაქცევაში - რა გაირკვა სასამართლო პროცესზე?

 

 

ეხმარებოდა თუ არა ბადრაგი პატიმრებს გაქცევაში - პროკურორი ამ კითხვას არ პასუხობს, თუმცა საქმის მასალები ეჭვს ბადებს. მსჯავრდებულების გაქცევის დეტალები დღევანდელ პროცესზე გახდა ცნობილი. როგორც ირკვევა, ბადრაგმა შენიშნა, რომ მსჯარდებულები შიგნიდან ცდილობდნენ კარის გახსნას და მიუხედავად ამისა, სატრანსპორტო საშუალება გასაღებით არ ჩაკეტეს. ბადრაგის კიდევ ერთი თანამშრომელი რეზო იასაშვილი ისე გაუშვეს პატიმრობაში, რომ თავის დაცვა არც კი უცდია. 

მანამდე კი სასამართლო დარბაზში ხმაურიანი დაპირისპირება იყო. პროკურორი ამტკიცებდა, რომ ერთ-ერთი ძებნილის ძმამ მსჯავრდებულებს ტანსაცმელი, საკვები და მობილური ტელეფონი მიაწოდა. ამ ბრალდებას კი ავთანდილ თათარაშვილის ხმაურიანი პროტესტი მოყვა. თათარაშვილი ირწმუნებოდა, რომ გაქცეულ პატიმრებთან კომუნიკაცია საერთოდ არ ჰქონია. საბოლოოდ, მოსამართლემ ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან 3 ათას ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა.

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში.