ზუგდიდის სასამართლოსთან მოკლული ახალგაზრდა კაცის ახლობლები აქციას მართავენ

14.06.21 13:29
ზუგდიდის სასამართლოსთან მოკლული ახალგაზრდა კაცის ახლობლები აქციას მართავენ

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან, შარშან, 9 სექტემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლული 35 წლამდე მამაკაცის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა   საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს აპროტესტებენ, რომლის თანახმადაც ორი ბრალდებულიდან ერთ-ერთს  1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და რამდენიმე თვეში განთავისუფლდება. მეორე ბრალდებულს კი სასამართლომ თავისუფლება 10 წლით აღუკვეთა.

ინციდენტი შარშან, 9 სექტემბერს, მოხდა. ცნობისთვის,  ზუგდიდში, სოფელ ინგირში, თხილის ჩამბარებელ ქარხანაში ორი პირი ჯგუფურად თავს დაესხა 35 წლამდე მამაკაცს და ბლაგვი საგნის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავებული ორ დღეში, 11 სექტემბერს, თბილისში, საავადმყოფოში შეყვანისთანავე, გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები