მკვლელი შადრევნის საქმე - გადატეხა თუ არა კალაძემ ჯოხი ყოფილ თანამშრომელზე?
მკვლელი შადრევნის საქმეზე გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი ციხეში გაუშვეს. გიგა გიგაშვილი მერიის ერთდაერთი მაღალჩინოსანია, რომელსაც დატრიალებულ ტრაგედიაზე სასამართლომ პასუხისმგებლობა დააკისრა.
აღმოჩნდა თუ არა გიგაშვილი ის, ვისზეც კალაძემ ჯოხი გადატეხა? ფაქტია, რომ თბილისის მერის შესაძლო გადაცდომებით გამოძიება არ დაინტერესებულა. კალაძე, რომელმაც დაუსრულებელი პროექტი გახსნა, გამოკითხვაზეც კი არ დაუბარებიათ. ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ გიგაშვილსა და მერს შორის გარიგება შედგა-დუმილის სანაცვლოდ მინიმალური დრო პატიმრობაში.
ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში.