რუსეთის სისასტიკე გრძელდება - საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე ჩაცხრილეს

06.11.23 20:02
რუსეთის სისასტიკე გრძელდება - საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქე ჩაცხრილეს

 

 

ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს. მოვლენათა ეპიცენტრში საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაა. მოკლულია თამაზ გინტური. ის რუსმა ოკუპანტებმა სოფელ კირბალში დაცხრილეს.

ადგილობრივებს ცეცხლი მას შემდეგ გაუხსნეს, რაც ჯერ მათი უკანონო დაკავება და გატაცება სცადეს.  თამაზ გინტური  მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ყოფილი სპეცრაზმელია. 

რუსი ოკუპანტები თითქმის ყოველდღიური გატაცებების შემდეგ უკვე საქართველოს მოქალაქების მკვლელობასაც არ ერიდებიან. კიდევ ერთი ადგილობრვი ოკუპანტებმა გაიტაცეს. მისი ადგილსამყოფელი და მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

სოფელ კირბალის მისადგომი გადაკეტილია. ახლა მთავარი კითხვაა, რა პასუხს გასცემს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის უპრეცენდენტო სისატიკეს, რომელსაც საქართველოს მოქალქეები ეწირებიან.

ვრცლად ნახეთ გიორგი დვალიშვილის რეპორტაჟში.