ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს - რა ხდება ადგილზე
რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ცხედარი თბილისში ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული. ადგილზე გარდაცვლილის ახლობლები არიან შეკრებილები.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ცოტა ხნის წინ სოფელ კირბალში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. შემთხვევა წმინდა გიორგის სალოცავთან მოხდა. გატაცებულია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე.