საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს

06.11.23 21:43
საოკუპაციო რეჟიმის მიერ  გატაცებული ლევან დოთიაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ სოფელ კირბალიდან გატაცებული ლევან დოთიაშვილის ოჯახი დახმარებას ითხოვს. ახალგაზრდა მამაკაცის გატაცების ამბავი სოფელში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა, ამიტომ დოთიაშვილის მამიდა ნათელა დოთიაშვილი ამბობს, რომ კომუნიკაცია ამ დროისთვის არავისთან ჰქონია.

ქალი ადასტურებს, რომ მკვლელობა ლომისის წმინდა გიორგის სახელობის სალოცავთან მოხდა.

მეზობელმა ტელევიზორში იყო, რომ დაიჭირეს ბიჭებიო და შენი ძმისშვილი არისო. ერთი მოკლეს და გინტური არის თამაზიო და მეტი არაფერი არ ვიცი. ჩემი ძმისშვილი აქ ცხოვრობდა. არაფერი სხვა არ გამიგია, ტელევიზორისთვისაც არ მიცქერია, მარტო გავიგე და წამოვედი. ცოლ-შვილი ჰყავს. როცა ლომისობა იყო მაშინ უშვებდნენ, და მერე აჭედეს და აღარ უშვებდნენ. არავისთან კომუნიკაცია არ მქონია, ეგრევე მოვდივარ რომ გავიგო ყველაფერი  - აღნიშნა ნათელა დოთიაშვილმა.