"არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები" - 7 ნოემბერს პარლამენტთან აქცია ჩაინიშნა

06.11.23 23:39
"არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები" - 7 ნოემბერს პარლამენტთან აქცია ჩაინიშნა

"არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები" - ამ სახელწოდებით ხვალ, 7 ნოემბერს, 19:00 საათზე პარლამენტის წინ პარტია "ლელო საქართველოსთვის" აქცია ჩაინიშნა.

აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც რუსმა საოკუპაციო ძალებმა სოფელ კირბალთან საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, ერთი კი გაიტაცეს.

7 ნოემბერს 7 საათზე პარლამენტის წინ გაიმართება ლელოს ახალგაზრდული აქცია - “ არა რუსეთს! დაისაჯონ მკვლელები! “

2023 წლის 6 ნოემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იქნა საქართველოს მოქალაქე და უკანონოდ დაკავებულ იქნა ერთი მოქალაქე.

აქციაზე არ იქნება მიკროფონი და სიტყვით გამოსვლები. გთხოვთ წამოიღოთ სანთლები და საქართველოს დროშები -  აღნიშნულია ინფორმაციაში.