ავარიულად გამოირთო “იმერეთი” და “ენგურჰესი” - ელექსტროსისტემა განცხადებას ავრცელებს

14.06.21 14:51
ავარიულად გამოირთო “იმერეთი” და “ენგურჰესი” - ელექსტროსისტემა განცხადებას ავრცელებს

ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით სახელმწიფო ელექტროსიტემა განცხადებას ავრცელებს:

დღეს, 14 ივნისს, 14 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი “იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური “ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები. 
“საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო", - აღნიშნულია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები