"პიკაპიდან დაარეკინეს, უკან იყო ჩაწვენილი" - გატაცებული დოთიაშვილის ნათესავი
ოკუპანტების მიერ გატაცებული ლევან დოთიაშვილის ოჯახის წევრი ყვება, რომ ოკუპანტებმა გატაცებულს ოჯახის წევრებთან ერთხელ ავტომობილიდან, გატაცების დროს დაარეკინეს. ქალის ამბობს, რომ გინტური და დოთიაშვილი ჯერ სასაფლაოზე იყვნენ ასულები, შემდეგ კი ტაძარში ავიდნენ, სადაც მათ ოკუპანტები დახვდნენ, თუმცა რა მოხდა რეალურად, მხოლოდ გატაცებუ;ლმა იცის.
ჩემი ბიძაშვილია მეორე, წაყვანილი რომ ჰყავთ და ალბათ იმან იცის სიმართლე. ასე ყველას თავისი ვერსია აქვს. ანუ მე ვიცი, რომ იყვნენ ასულები სასაფლაოზე და მერე გადავიდნენ ლომისისკენ. დაარეკინეს როცა უკვე დაიღუპა, პიკაპში იყო უკან ჩაწვენილი და დაარეკინეს, რომ აეხედათ, - ამბობს ქალი.
თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 13 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან ჩაცხრილეს. აგვისტოს ომის გმირს და ყოფილ სპეცრაზმელს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც მამის საფლავიდან სალოცავში სანთლის ასანთებად ავიდა. თავდასხმის დროს ოკუპანტებმა გინტური მოკლეს მისი მეგობარი ლევან დოთიოშვილი კი გაიტაცეს.