წაკითხულის ვერგაზრებასთან გვაქვს საქმე - გოლეთიანი თურნავას პასუხობს

14.06.21 15:49
წაკითხულის ვერგაზრებასთან გვაქვს საქმე - გოლეთიანი თურნავას პასუხობს

ნამოხვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა კომუნიკაცია და მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან კვლავ ჩიხში შევიდა. 

როგორც რიონის მცველები აცხადებენ, იმისთვის, რომ დაიწყოს მედიაციის პროცესი, უნდა შეჩერდეს ჰესის მშენებლობა, პოლიციამ ხეობა უნდა დატოვოს, აიღონ რკინის ბარიკადები და ხალხს ნამოხვანისკენ გადაადგილება შეზღუდული არ უნდა ჰქონდეს.  ხელისუფლება კი ამ მოთხოვნების შესრულებაზე უარს აცხადებს.

რიონის ხეობის ერთ-ერთი მცველი, ვარლამ გოლეთიანი, აცხადებს, რომ პროვოკაცია არ არის მოსალოდნელი აქციის მონაწილეებისგან.

ვხედავ, რომ წაკითხულის ვერგაზრებასთან გვაქვს საქმე. პროტესტს აქვს შინაარსი, რომ ჩვენ ვერ ავიღებთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, რა შეიძლება მოხდეს ხეობაში. მათ შეუძლიათ, თავად მოაწყონონ პროვოცირება დაპირისპირების, სხვა ხალხი მოიყვანონ"- აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

მთავრობამ არ იცის, როდის გაიყვანს რიონის ხეობიდან საპოლიციო ძალებს. თურნავა ამტკიცებს, რომ ჯერჯერობით რიონის მცველებისგან ვერ მიიღეს საბოლოო პასუხი,  რომ პროტესტი მშვიდობიანად გაგრძელდება.

გარდა ამისა, ხელისუფლება ღიად ამბობს, რომ "ენკას" მუშაობას ვერ აუკრძალავს და ჰესის მშენებლობა გაგრძელდება.