როგორ მოკლეს რუსმა ოკუპანტებმა თამაზ გინტური - ადგილობრივმა ფაქტს ბინოკლით უყურა
როგორ მოკლეს რუსმა ოკუპანტებმა თამაზ გინტური - აგვისტოს ომის მონაწილის სასტიკ მკვლელობას ერთ-ერთმა ადგილობრივმა საკუთარი თვალით უყურა. ფაქტს ვალერი ხარხელი დურბინდიდან აკვირდებოდა.
"პირველებთან" ინტერვიუში ადგილობრივები საზარელ ამბავს ჰყვებიან, ამბობენ, რომ თამაზ გინტური ოკუპანტებმა ჯერ სასტიკად სცემეს, შემდეგ პირდაპირ ავტომობილში ჩაცხრილეს და საბოლოოდ, გარდაცვლილი საკუთარი პიკაპით სოფელში ჩამოიყვანეს.
ამ საზარელი ამბის პირდაპირი თვითმხილველი, სავარაუდოდ, პოლიციამ უკვე გამოჰკითხა. ის ლევან დოთიაშვილის ცემის ფაქტსაც ადასტურებს, რომელიც ახლაც ოკუპანტების ტყვეობაშია.
აჟიოტაჟი იყო, აქედან მეზობელი უყურებდა ბინოკლით. რომ ჩაცხრილეს, ეს თავის პიკაპში უკანა მხარეს ჩადეს და ჩამოიყვანეს ქვევით უკვე, რომ უკვე შეგვეძლო ჩვენ ხალხს რომ წამოგვეყვანა. ბინოკლით უყურებდა თურმე მეზობელი. მერე იქ ავიდნენ ხალხი და უთქვამთ, „ახლა, წაიღეთო ეს მანქანაო“. მერე პოლიციაც გამოსულა ჩვენი, - ჰყვება ერთ-ერთი ადგილობრივი.