პრეზიდენტმა თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალში ჩავიდა და ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა.
პრეზიდენტმა ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვა.
გინტურის სამძიმარზე ცენტრალური ხელისუფლებიდან ამ დრომდე არავინ გამოჩენილა.
ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური სოფელ კირბალთან მოკლეს, მეორე ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს. ღამით საგანგებო შეხვედრა გაიმართა ერგნეთში - როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, უმთავრესი მოთხოვნა გატაცებული ლევან დოთიაშვილის დაუყოვნებლივ დაბრუნება და დამნაშავეების სასწრაფო დასჯა იყო.