ასეთ მღვდლებს საპატრიარქო ყოველთვის ხელს აფარებს - ბასილ კობახიძე

14.06.21 15:24
ასეთ მღვდლებს საპატრიარქო ყოველთვის  ხელს აფარებს - ბასილ კობახიძე

რელიგიათმცოდნე ბასილ კობახიძე ამბობს, რომ საპატრიარქო მოძალადეებს ყოველთვის ხელს აფარებს. საქმე ეხება ელიას მონასტრის მღვდელმთავარს, მამა იონას, რომელიც არასრულწლოვანმა გოგონამ  ტვ პირველის შაბათის ეთერში ძალადობაში დაადანაშაულა.

საპატრიარქო ყოველთვის დუმს და ხელს აფარებს, კორპორაციული სოლიდარობა აქვს, ქართული ანდაზა რომ ავიღოთ, ძაღლი ძაღლის ტყავს არ დახევს. როგორც შაბათის ეთერში გაჟღერდა, ეს არის მდიდარი სასულიერო პირი, ეს მოსდით ძირითადად მდიდარ ბერებს. ეუბნება ასეთ მღვდლებს საპატრიარქო, რაც გინდათ, ის გააკეთეთ, თუ გინდა, ბავშვები ჭამე, ოღონდ არ გააკრიტიკო უმაღლესი იერარქია და პატრიარქი“, - ამბობს ბასილ კობახიძე. 

თეოლოგები სინოდის წევრებს მოუწოდებენ, შეისწავლონ  სასულიერო პირის მიერ სავარაუდოდ ჩადენილი ძალადობის ფაქტი.