რუსების ნადირობა აგვისტოს ომის გმირებზე - ოკუპანტები გინტურს 2008 წლიდან ეძებდნენ

07.11.23 18:19
რუსების ნადირობა აგვისტოს ომის გმირებზე - ოკუპანტები გინტურს 2008 წლიდან ეძებდნენ

რუსების ნადირობა აგვისტოს ომის გმირებზე -  საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა დარწმუნებულია, რომ 58 წლის კაცს ოკუპანტები როგორც აგვისტოს ომის მონაწილეს ეძებდნენ და ეს სასტიკი მკვლელობაც  ამას უკავშირდება. 

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ირკვევა, რომ მოკლულის ოჯახში ლილუაშვილის უწყებიდან არავინ მოსულა. 

სუს-ს არაფერი არ უთქვამს, სახლიდან გარეთ არ გავსულვარ, არავინ არ მოსულა. 2008 წელში მონაწილეობდა ომში, წოდებით მაიორი იყო და როგორც ვიცი, ეძებდნენ და დაიჭირეს კიდეც, როგორც ომის მონაწილე"- უთხრა მედიას გივი გინტურმა. 

თამაზ გინტური ოკუპანტებმა ომიდან 13 წლის შემდეგ კირბალის ლომისას სალოცავთან, საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს. ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეს მკვლელობაში ცხრა რუსი ოკუპანტი მონაწილეობდა. 

ოკუპანტების სამიზნე გახდა ლევან დოთიაშვილიც, საქართველოს მოქალაქე ამ დრომდე გატაცებულია. ოჯახი დახმარებას ითხოვს, მათთვის უცნობია, როგორია გატაცებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.