დედაქალაქის ელექტრომომარაგება სრულად აღდგენილია, რეგიონებში მიმდინარეობს სამუშაოები - ელექტროსისტემა

14.06.21 15:32
დედაქალაქის ელექტრომომარაგება სრულად აღდგენილია, რეგიონებში მიმდინარეობს სამუშაოები - ელექტროსისტემა

საქართველოს ელექტროსისტემის ინფორმაციით, თბილისში ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. რაც შეეხება რეგიონებს, ამ დროისთვის მიმდინარეობს სამუშაოები.

დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს. ამ დროისათვის, დედაქალაქის ელექტრომომარაგება სრულად არის აღდგენილი. მიმდინარეობის რეგიონებში მომხმარებლისთვის ელექტრომომარაგების აღდგენის სამუშაოები.
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო", - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები