ავტომსვლელობა თბილისში - აქციის მონაწილეები გაძვირებულ პროდუქციას აპროტესტებენ

14.06.21 15:49
ავტომსვლელობა თბილისში - აქციის მონაწილეები გაძვირებულ პროდუქციას აპროტესტებენ

აქცია-მსვლელობა თბილისში - ხალხი პროდუქტებზე ფასების ზრდას აპროტესტებს. მოქალაქეების ქუჩაში გასვლის მიზეზი ასევე, საწვავის გაზრდილი ღირებულებაც იყო.  საპროტესტო აქცია ჯონდი ბაღათურიას ინიციატივით ტარდება. 

აქციის მონაწილეები თავდაპირველად მთავრობის ადმინისტრაციასტან მივიდნენ, სადაც ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს და მოსახლეობაზე ფიქრისკენ მოუწოდეს. 

ხელისუფლებამ მიიღო ანტისახალხო გადაწყვეტილება იმით, რომ მოსახლეობას გაუძვირა დენზე და გაზზე გადასახადები. ქვეყანაში ისედაც არის ძალიან რთული სოციალური ფონი. ძალიან დიდი პრობლემებია და მიუხედავად ამისა, მთავრობამ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. გამოვხატავთ დიდ პროტესტს ხელისუფლების და მთავრობის მიმართ ამ გადაწყვეტილებების გამო და მოვითხოვთ, რომ მინიმუ გადახედოს მარეგულირებელმა კომისიამ ეს გადაწყვეტილება, სხვა შემთხვევაში ჩვენ ვაპირებთ საპროტესტო აქციების გამართვას, - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.