ვინ მოკლა აგვისტოს ომის მონაწილე თამაზ გინტური

08.11.23 17:34
ვინ მოკლა აგვისტოს ომის მონაწილე თამაზ გინტური

ვინ მოკლა განსაკუთრებული სასტიკით აგვისტოს ომის მონაწილე თამაზ გინტური - საქართველოს ხელისუფლებამ დამნაშავეების იდენტიფიცირება ჯერჯერობით ვერ მოახერხა.

საოკუპაციო რეჟიმი მათ მონაცემებს მკაცრად ასაიდუმლოებს, თუმცა სავარაუდო მკვლელების ვინაობა ანტისაოკუპაციო მოძრაობის "ძალა ერთობაშია" წევრებმა დღეს გაასაჯაროვეს.

დავით ქაცარავა "პირველებთან" ამბობს, რომ ვასილ დემიდოვი და კოლიან ისჩენკო ის პირები არიან, რომლებმაც 6 ნოემბერს თამაზ გინტური სოფელ კირბალთან მოკლეს.

ეს გახლავთ რუსეთის "ფე ეს ბეს" სასაზღვრო ჯარის მოსამსახურე, ვინმე დემიდოვ ვასილი და მეორე ვინმე ისჩენკო. ბუნებრივია, ამით უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი სტრუქტურები, ჩვენ კი მაქსიმალური პრესინგი მოვუწყოთ ხელისუფლებას იმისთვის, რომ მოხდეს მიყოლა მკვლელობის დეტალების, გარკვევა, ვინ იყო მკვლელი და ამ მკვლელების გადმოცემა საქართველოსთვის და მათი დასჯა - აღნიშნა ქაცარავამ.

ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა ამბობს, რომ იგი ფლობს შესაბამის ინფორმაციას, საკუთარი დედმამიშვილის მკვლელობაში ფიგურირებული პირების შესახებ.

ვინ მოკლა, ვინ ესროლა, რამდენი წლისაა და სად ცხოვრობს, გადმომიგზავნეს ინფორმაცია. მესაზღვრეები არიან, წოდებით მაიორი. ქართველ სამართალდამცველებთან არანაირი აზრი არ აქვს, რის გამო უნდა ვაცნობო, აქ არავინ არ მოსულა. როგორც საქართველოდან გადასცემენ რუსებს ჩვენს მოქალაქეებს და ასამართლებენ იქ, მოვითხოვ, რომ ეს მკვლელი გადმოსცენ საქართველოს - განაცხადა გივი გინტურმა.