ოზურგეთში, მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს
ოზურგეთში,16 წლამდე მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით ახალგაზრდა კაცი დააკავეს. ცნობილი ხდება, რომ შემთხვევა ოზურგეთის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 141-ე მუხლით დაიწყო, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
"პირველების" ინფორმაციით, კაცი წარსულში მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.