ევროკავშირი საქართველოს გინტურის მკვლელების პოვნაში დაეხმარება, მოკლულის ოჯახმა კი დამნაშავეების ვინაობა დაადგინა

08.11.23 20:51
ევროკავშირი საქართველოს გინტურის მკვლელების პოვნაში დაეხმარება, მოკლულის ოჯახმა კი დამნაშავეების ვინაობა დაადგინა

 

 

ევროკავშირი საქართველოს თამაზ გინტურის მკვლელების პოვნაში დაეხმარება. ამ განცახდებით დაიწყო ევროკომისარმა  ვარჰეიმ საქართველოს შესახებ რეკომენდაციებზე საუბარი. საქართველოს პრემიერმა კი მკვლელი  რეჟიმის კიდევ ერთ მსხვერპლს დღეს გარდაცვლილი უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ვერ გაბედა ეთქვა, რომ საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს

ვიდრე სუს-მა ვერაფერი გამოიძია, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ოჯახმა დამნაშავეების ვინაობა დაადგინა. სასტიკ ანგარიშსწორებაში  ეფ ეს ბეს სასაზღვრო ჯარის მოსამსახურე პოლკის მაიორები არიან მხილებულები. ოჯახი მათ გადმოცემას და გასამართლებას ითხოვს. უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა თამაზ გინტურის მანქანა, რომელიც გამოძიებისთვის მთავარი მტკიცებულებაა. 

დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.