ხელმოწერები ევროკავშირში გასაგზავნად - ორბელიანების სასახლესთან ხელმომწერების რიგი არ წყდება (ფოტოები)
ორბელიანების სასახლესთან ხელმოწერების რიგი არ წყდება. სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, ოპოზიციის წარმომადგენლები და საქართველოს მოქალაქეები უერთდებიან და საკუთარ ხელმოწერას აფიქსირებენ იმისთვის, რომ ევროკავშირს მიწვდინონ ხმა, რომ ჩვენი არჩევანი ევროპაა.